ერთი ვიზიტის დროს..


ნიკიტა ხრუშოვს საქართველოში ერთერთი ვიზიტის დროს, როდესაც სუფრაზე ხინკალი მიართვეს, აუხსნეს, რომ კუჭის შეჭმა არ იყო აუცილებელი.

როცა გაიგო, რომ კუჭები ნაგავში იყრებოდა ხრუშოვმა იქვე მდგარ თავის თანაშემწეს კონფიდენციალური დავალება მისცა ხოლო ცოტა ხნის შემდეგ კი თანაშემწემ მას წარუდგინა “ეკონომიკური” გაანგარიშების შედეგი და აღმოჩნდა, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 250 მილიონი ხინკალი იჭმებოდა და ნაგავში გადაყრილი კუჭების საერთო წონა კი 1 მილიონ კილოგრამს აღემატებოდა. აღნიშნული ფაქტის გამო საქართველოს შუემცირდა ფქვილის მიწოდება