მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ ქვეყანაში ჭრაქის ეპოქა იწყება


26023802_1870990309600784_1398499821787168142_o
ერთხელ სადილზე ჯოზეფ ჩემბერლინი ეწვია ჩერჩილს. თეატრალური მანერების მოყვარული ჩემბერლინი წასვლისას ზღრუბლთან შეჩერდა და ასე მიმართა: ,,ახალგზრდა ჯელტმენებო, თქვენ ნამდვილად მეფურად გამიმასპინძლდით, მე კი, მადლობის ნიშნად უძვირფასეს საიდუმლოს გაგანდობთ. ტარიფები! ეს არის მომავლის პოლიტიკა. ჩემბერლინის ამ ,,მომავლის პოლიტიკამ’’ ქართულ რიალობაში კარგად იმუშავა 2012 წელს. სხვა ბევრ ზღაპრულ დაპირებებთან ერთად ქართულმა ოცნებამ ტარიფების განახევრება დაპირდა ქვეყანას. აგერ მათვივე დაპირებულ საოცნებო 4 წელს არა მე-5 წელს, განახევრების მაგივრად გაძვირდა და 2018 წლის 1 იანვრიდან ახალი ტარიფით მოუწევს, მოხმარებული ელექტრო ენერგიის საფასურის გადახდა.
 ყველაფერი იმატებს ამ ქვეყანაში-ტარიფები, ფასები საკვებსა თუ მედიკამეტებზე. ერთადერთი რაც არ იმატებს ესაა პენსიები, პედაგოგთა და კულტურის მუშაკთა ხელფასები. ერთხელ ხადურმა თქვა ვაუჩერებით მოსახლეობას შეურაწყოფას ვერ მივაყენებთო და გააუქმეს. ბულგარული წიწაკებით თუ შეიძლება შეურაწყოფის მიყენება ამ გაძვირებულ ტარიფების ფონზე ვაუჩერების დარიგება არ შეიძლება. როგორც ჩანს, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ ქვეყანაში ჭრაქის ეპოქა იწყება.
  ჩვენზე თქვა, სწორედ ცნობილმა ფრანგმა დიპოლომატმა ტალეირანმა: ,,საზოგადეობა გაყოფილია მკრეჭელებად და გაკრეჭილებად, ყოველთვის უნდა ეცადო იყო პირველებთან მეორის წინაღმდეგ . დღეს ასეა ეს, სამწუხაროდ ჩვენს რიალობაში, ,,პირველები’’ თავიანთი უხვი და გაუაზრებელი დანაპირებებით, პირმოხეული პრემია-დანამატებით და სხვა ახლობლურ-ნათესავების საშოვარზე დაფუძნება-დამკვიდრებით ნამდვილად მკრეჭელები არიან თავიანთი ქვეყნის და მოსახლეობის და მეტი არაფერი.
იანვრიდან ერთი უმნიშვნელოვანესი დანაპირები , ელექტრო ენერგიის ტარიფი ,,გაგვიიაფდება’’ ,,შეიცან მტერის’’ პროგრამიდან.
Advertisements
Posted in მთავარი | დატოვე კომენტარი

მადლობა ღმერთს რომ მსგავსი მოგონებების ჩაწერა ჩვენს თაობას არ უწევს მომავალთათვის


კკკ

მოგონებებს ისტორისთვის დიდი ფასი და ღირებულება აქვს, სამწუხარო ისაა რომ ხშირად ისტორია არც თუ სასიამოვნო მოგონებების მრავალ წელს და შეიძლება საუკუნეებსაც გვთავაზობდეს.მადლობა ღმერთს რომ მსგავსი მოგონებების ჩაწერა ჩვენს თაობას არ უწევს მომავალთათვის.
აი ესეც:
გაზეთ ,,ცნობის ფურცელის” კორესპონდეტი 1902 წელს ერთ-ერთ სკოლაში გაკვეთილს დასწრებია. იგი გულისტკივილით წერს: ,,მოწაფეს რაფაელ ერისთავის ,,სამშობლო ხევსურისა” წააკითხეს და, როცა ჰკითხეს, შენი სამშობლო სად არისო, მოსწავლემ თამამად თავისი სოფელი დაასახელა და მასწავლებელიც ფრიად კმაყოფილი დარჩა ასეთი ,,პასუხით”.
სამსონ ფირცხალავა კი შემდეგი მოგონება დაგვიტოვა: რუსი მასწავლებლები არ გვიწონებდნენ, თუ გიმნაზიელები ერთმანეთს ქართულად დაველაპარაკებოდით. თუ ქართულ წიგნს გვინახავდნენ ბინაზე, დანაშაულად ჩაგვითვლიდნენ. გვიკრძალავდნენ ჩვენი თავისათვის ქართველები გვეწოდებინა, აი, ამის ერთი მაგალითი: მეექვსე კლასში ერთი მოწაფე (თუმანიშვილი) რუსული ენის მასწავლებელს პუშკინის ,,პოლტავის” შინარსს უყვებოდა და იქ, სადაც ამბავია რუსების და შვეიცარიელების ომის, იმის მაგიერ, რომ ეთქვა როგორც ავტორს აქვს, ,,ჩვენ” ( ე.ი. რუსის ჯარი), მოწაფემ თქვა-,,რუსები”, მასწავლებელმა მაშინვე შეაჩერა მოსწავლე და ჰკითხა: რატომ ,,რუსებს” ამბობ და არა ,,ჩვენ”? მოწაფემ მიუგო: მე ხომ რუსი არ ვარ და როგორ ვთქვა ,ჩვენ”?
,,როგორ თუ რუსი არა ხარ! ” -შეუყვირა მასწავლებელმა, პედაგოგიურ საბჭოში დააბეზღა და მოწაფე რამდენიმე საათით კარცერში ,,ჩასვეს”.

Posted in მთავარი | დატოვე კომენტარი

მიყვარს დიდი ილია თავისი სიმართლით..


კკკ

მიყვარს დიდი ილია თავისი სიმართლით….
მიყვარს კოსტანტინე თავისი გიორგი მეფის ახსარებით….
მიყვარს გალაკტიონი თავისი თვითმკვლელობით…
მიყვარს ვან გოგი თავისი ფერებით და მოჭრილი ყურით…
მიყვარს დანტე თავისი ჯოჯოხეთით…
მიყვარს ბეთჰოვენი თავისი სიყრუით…
მიყვარს ვერდის რეკვიემი…
მიყვარს სტინგის უკვდავი ჰიტები…
მიყვარს 3 და 5
მიყვარს რიშელიე თავისი ღალატით….
მიყვარს რუსთაველი თავისი მეგობრობით…
მიყვარს ის რასაც ვაკეთებ თავისი წინააღდეგობებით…
მიყვარს ის წამი რომელიც შეშდება…
მიყვარს ფაუსტი, ღვთაებრივი კომედია, ოსტატი და მარგარიტა..
მიყვარს ბუნება თავისი იდუმალებით…
მარტოობის ასი წელი, ასე იტყოდა ზარატუსტრა…
კიდევ…კიდევ ბევრი მიყვარს…მაგრამ….მაინც
ვერ ვიტან ძალადობას , უსამართლობას და დისკრიმინაციას!

Posted in მთავარი | დატოვე კომენტარი

სიცოცხლეში დაუფასებელი მაგრამ ღვაწლით შეუფასებელი


IMG_0153

სიცოცხლეში დაუფასებელი მაგრამ ღვაწლით შეუფასებელი

5 იანვარი წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის დაბადების დღეა. დიდ საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებისა და ღვაწილის შესახებ ყველასთვის ცნობილია.რომ არა ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი”, დღეს საქართველოს საამაყო კულტურული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი დაკარგული და შეუსწავლელი შეიძლება ჰქონოდა. ეს დიდებული ადამიანი თავის საქმიანობის შესახებ წერდა:”საქართველო დავიარე და დავინახე,თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც,პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ,რაც შეიძლება მეტი მომესწრო,მით უმეტეს,რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს,რამდენს ვცდილობდი,რას არ ვკიდებდი ხელს,მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი,არ იყო ხალხი თითო ოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ამ საქმეს,არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა,რუსთაველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება…თითქოს გვყავდა ინტელიგენცია,მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა- პატრონობის და შესწავლის აუცილებლობას.”დიდი ექვთიმე 1953 წლის 21 თებერვალს უკიდურეს სიღატაკეში,დამცირებული და შეურაცყოფილი გარდაიცვალა.
მის დაკრძალვას სულ რაღაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრდებოდა. შეიძლება ითქვას დიდი ექვთიმე თანამედროვეთაგან დაუფასებელი გავიდა ამა სოფლიდან. მისი სახელს შემდგომმა თაობებმა ბევრად დიდი პატივი მიაგეს.
როდის უნდა ვისწავლოთ სიცოცხლეში დიდებული ადამიანების დაფასება?!
წარმომიდგენია ეს ღვთის კაცი, როგორი გულისტივილით წავიდოდა.
საუკუნოდ იყოს ხსენება მისი. 

“ნეტავი იმას,ვინც არამცთუ ჩვენთან ყოფნით გვწურთნის ჩვენ,არამედ მარტო თავისის სახელის ხსენებითაცო”…

Posted in მთავარი | დატოვე კომენტარი

ორჯონიკიძის სინდის-ნამუსიანობაზე დასკვნა შენთვის მომინდვია ჩემო მეგობარო!


IMG_0153

ერთმა ჩემმა პატარა მეგობარმა მკითხა სერგო ორჯონიკიძის შესახებ თუ შეგიძლია მოკლედ მითხრი რა სინდის-ნამუსის კაცი იყოო?!. მოკლედ ჩემო მეგობარო საქართველოს ისტორიას ბევრი მოღალატის სახელი და გვარი შემოუნახავს, მაგრამ სერგო ორჯონიკიძეს უდაოდ წამყვანი პოზიცია უჭირავს ამ მხრივ. თაობათა მეხსიერებაში იგი დარჩა  რომელმაც დაგეგმა და უშუალოდ განახორციელა აგრესია საკუთარი სამშობოლოს წინააღმდეგ, შემოუძღვა თბილისში წითელ არმიას, წაართვა საქართველოს დამოუკიდებლობა და იგი რუსეთის კოლონიად აქცია. ორჯონიკიძესთან ასოცირდება საქართველოს ტერიტორიების გასხვისება, 20-იანი წლების დასაწყისში განმანთავისუფლებელი მოძრაობის სისხლში ჩახშობა და მრავალი გამოჩენილი საზოგადო თუ ეროვნული მოღვაწის ფიზიკური განადგურება. მის ბიოგრაფიულ მონაცემებზე საუბრით თავს არ შეგაწყენ, მოკლედ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს მოგახსენებთ, რითაც კარგად ჩანს ამ ადამიანის ,,ქართველობა’’.  1920 წლის 17 მარტს, ლენინმა კავკასიის ფრონტის სამხედრო საბჭოს საგანგებო დეპეშა გაუგზა, სადაც პროლეტარიატის ბელადი ხაზს უსვამდა აზერბაიჯანის გასაბჭოების აუცილებლობას: “ბაქოს აღება ჩვენთვის უაღრესად აუცილებელია. ყველანაირი ძალისხმევა მიმართეთ აქეთკენ, ამასთანავე აუცილებელია, რომ განცხადებებში ვიყოთ დიპლომატიურები,” – წერდა ბელადი ორჯონიკიძეს. აზერბაიჯანის საზღვრებთან წითელი არმიის კონცენტრაცია დაიწყო. აპრილის ბოლოს, ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით, ბოლშევიკთა მე-11 არმია ბაქოში შევიდა. აზერბაიჯანი საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. 1922 წელს ლენინმა მოსთხოვა ორჯონიკიძეს, რადაც უნდა დასჯდომოდა, დაუყოვნებლივ განევითარებინა და გაეძლიერებინა ქართული წითელი არმია, რათა მორჩილებაში ჰყოლოდა საქართველო. ორჯონიკიძე ყურმოჭრილი მონის ერთგულებით ასრულებდა კრემლის ბრძანებებს. იგი განსაკუთრებულად გაისარჯა 1924 წლის წინასწარ განწირული აჯანყების ჩახშობასა და მონაწილეთა რეპრესიებში. მისი დაუნდობლობის საილუსტრაციოდ ნიშანდობლივია ასეთი შემთხვევა: პატიმართა შორის აღმოჩნდა ვაჟა-ფშაველას უნიჭიერესი შვილი ლევან რაზიკაშვილიც. მისთვის სიცოცხლის შენარჩუნების თხოვნით მისულ დელეგაციას – ეგ, ვაჟა-ფშაველას შვილია და ნუ დახვრეტთო, ორჯონიკიძეს ასე უპასუხნია – „ვაჟა ფშაველას შვილი კი არა, თვით ვაჟასაც დავხვრეტდით, ცოცხალი რომ იყოსო“.

მოსკოვი, კრემლი ი. ბ. სტალინს

ბაქო, 1921 წ. 17 თებერვალი

გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!

ჩვენ მივიღეთ ფრიად დიდმნიშვნელოვანი ცნობები. შიმშილითა და საქართველოს მთავრობის ძალადობით გაწამებული საქართველოს მშრომელები აჯანყდნენ ბურჟუაზიის აღვირახსნილი ღრეობის წინააღმდეგ, რაც მათ ქვეყანაში მეფობდა, და მძლავრი ნიაღვარივით დაიძრნენ თბილისისაკენ, რათა დაამხონ მოძალადენი და ექსპლოატატორები და დაამყარონ იქ მუშურ-გლეხური ხელისუფლება. საქართველოს წითელმა აჯანყებულებმა დახმარებისთვის მიმართეს ძმურ წითელ არმიას, რომელიც დაუყოვნებლივ გამოეხმაურა მათ მოწოდებას, და ახლა წითელი ნიაღვარი უახლოვდება თბილისს, ბურჟუაზიული ღრეობის ამ საძულველ კერას, თბილისის საათები დათვლილია, შესაძლოა, ამ წუთს თბილისის თავზე უკვე ფრიალებს პროლეტარული დიქტატურის წითელი დროშა და შორს არ არის ის დღე, როცა მთელ საქართველოში ამოვა იქ გამეფებული ბურჟუაზიისა და რუსეთის კონტრრევოლუციის ნაშთების წინააღმდეგ აჯანყების წითელი განთიადი. ჩვენ უდიდესი მნიშვნელობის მოვლენათა წინაშე ვიმყოფებით. საქართველო შემოვა კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების ოჯახში. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს! საინტერესოა ერთი მომენტი: 1922 წელს ამიერკავკასიის ე.წ. “საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის” ცაკ-მა მე-11 არმიის სამხედრო-რევოლუციური საბჭოს წევრი ს. ორჯონიკიძე დააჯილდოვა N# 1 “წითელი დროშის ორდენი”-თ, წარწერით “თბილისის აღებისათვის”!.. სერგო ორჯონიკიძე მხოლოდ საქართველოს ოკუპაციასთან არ ასოცირდება, ამ იუდას სახელი დაკავშირებულია უამრავი ქართველის დახვრეტასთან. მარტო 1924 წლის მოვლენების დროს დახვრეტილთა სისხლი…. შორაპნის სისხლიანი ნადიმი ეყოფა ჯოჯოხეთში საგზლად. საქართველოს რეგიონებსა და სოფლებში  უმოწყალოდ გაანადგურებულთ რომ აღარ შევეხოთ. წარმოიდგინეთ და ეს ტირაცუა ორჯონიკიძე  1924 წლის ოქტომბრის საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე აცხადებდა: “მივმართეთ მასობრივ დახვრეტებს. იქნებ ცოტა გადავაჭარბეთ, მაგრამ ამას ახლა რაღა ეშველება…” 

ორჯონიკიძის სინდის-ნამუსიანობაზე დასკვნა შენთვის მომინდვია ჩემო მეგობარო!

Posted in მთავარი | დატოვე კომენტარი

გახსენება სიმკაცრის შესახებ სიბერისთვის ცუდი საყრდენიაო


IMG_0153

დიპლომატია _ ყველაზე საუკეთესოა, რაც ცივილიზაციამ გამოიგონა სახელმწიფოთა შორის ძალის გამოყენების თავიდან ასაცდენად. `დიპომატია _ პოლიტიკაა ჩინებულ კოსტუმში~ _ ამბობდა ნაპოლეონ I. აკადემიურ მეცნიერულ განმარტებას თუ დავიჯერებთ, დიპლომატია – `ეს არის სახელმწიფოთა მეთაურების, მთავრობების და საგარეო ურთიერთობათა სპეციალური ორგანოების ოფიციალური მოღვაწეობა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად. ყველა სახელმწიფოს ინტერესების დაცვა მისი საგარეო საქმეთა სამინისტროს (უწყების) მთავარ საზრუნავს შეადგენს, ხოლო ამ ზრუნვას იგი დიპლომატიისა და დიპლომატების მეშვეობით ახორციელებს. Continue reading

Posted in მთავარი | დატოვე კომენტარი

ქართველმა კაცმა მას სამართლიანად უწოდა ,,ძლევაი საკვირველი’’


  საქართველოს ისტორიას შეიძლება თამამად ეწოდოს  ბრძოლების ისტორია, მაგრამ ამ  ბრძოლათაგან დიდგორის ბრძოლას სამართლიანად უკავია გამორჩეული ადგილი ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. დიდგორის ბრძოლის შესახებ დღემდე დიდი სამეცნიერო ლიტერატურაა შექმნილი. იგი,  როგორც სამხედრო ისტორიის გამორჩეული მოვლენა, დღემდე მსოფლიოს არაერთი მკვლევარის ინტერესს იწვევს. დიდგორის ბრძოლა  თავისი მნიშვნელობით უნიკალური იყო, არის და იქნება ყველა თაობის ქართველისათვის. ამიტომაც კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ,,ქართლის ცხოვრების’’ იმ ფურცლებს რომლებზეც 1121 წლის 12 აგვისტო მომავლის იმედად მოევლინა იმ დროინდელ საქართველოს.  დიდგორში გამოვლენილმა ქართველი კაცის სიბრძნემ და შემართებამ მაშინდელი მსოფლიოს მთელი მაჰმადიანური სამყარო შეაძრწუნა და საქართველოს ძლევამოსილების ამბავი კიდით კიდემდე განავრცო. თურქ–სელჩუკების მიერ დაპყრობილი ქვეყანა მეტად რთულ მდგომარეობაში იყო.  განგებამ სწორედ ამ მძიმე ჟამს  საქართველოს ხსნად მოუვლინა დავით აღმაშენებელი, რომელმაც მრავალმხრივი რეფორმების შედეგად მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატრა ქვეყნის გადასარჩენად. სწორედ მას ხვდა წილად ტანჯული ქართველი ხალხისთვის ოქროს ხანა შეექმნა, მაგრამ   ამ მიზნის მისაღწევად მრავალწლიანი დაუღალავი შრომა და ბრძოლა დასჭირდა. უპირველესი ამოცანა თურქ–სელჩუკთაგან ქვეყნის გათავისუფლება იყო.  დავით აღმაშენებელმა გამეფებისთანავე აქტიური ბრძოლა გამოუცხადა ქართლის მადლიან ველებში დამკვიდრებულ დამპყრობლებს.. ლოკალური თავდასხმებით მტრის ურდოები ისე შეავიწროვა,  თურქმანები ეახლენ ერაყის სელჩუკიანთა გამგებელს სულთან მაჰმუდს, და შეუჩივლიათ,  ქართველები გვავიწროებენ,  გვიშველეთ რამე,  სადამდე უნდა ვითმინოთ ამდენი უსამართლობა და ძალმომრეობაო. თურმე ტანსაცმელი შემოუხევიათ, პირი მურით შეუმოსავთ და აგრერიგად წარდგომიან  სულთანს, იქნებ შეგვიბრალოსო. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი შესანიშნავად აღწერს მათ გასაჭირს: ,,ესე ვითართა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ–თბილელ–დმანელნი წარვიდეს სულტანსა წინაშე, და ყოველსა სპარსეთსა შეიღებნეს შავად, რომელთამე პირნი, და რომელთამე ელები, და რომელნიმე სრულიად, და ესრეთ მიუთხრნეს ყოველნი ჭირნი მოწევნულნი მათ ზედა.’’  თურქ–სელჩუკები ისე დიდხანს ბატონობდნენ საქართველოში, სულთანთან საუბრისას  ქართულ მადლიან მიწას საკუთარ მიწა–წყლად მიიჩნევდნენ. ისე მოუვიდათ, გაღმა შესადავებლს გამოღმა ევედავებოდნენ. ან  რა საჭირო იყო სულთანთან, მისვლა, როდესაც  მაჰმადიანური ქვეყნები ისედაც ხედავდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში საშიში და ძლიერი მოწინაღმდეგე გამოუჩნდათ საქართველოს სახით. სულთანმა მუჰამედ მუჰამედის ძემ (1117–1131 წწ.) მთელ მუსლიმურ სამყაროს მიმართა, რომ ქართველთა წინაღმდეგ დიდი კოალიციური ლაშქარი შეკრებილიყო. ,,ქართლის ცხოვრების’’ თქმით, მიმართა მაჰმადიანებს,  ,,ვინც კი სადმე იყო, დამასკო და ალეპოდან მოკიდებული, ყველას, მოლაშქრეობის შემძლებელს’’.

მუჰამედის მოწოდებას მაჰამდიანური სამყაროს უდიდესი ნაწილი გამოეხმაურა და საქართველოს წინაღმდეგ დიდი კოლაცია შეიქმნა. მასში შედიოდნენ:

დურბეიზ სადაყას ძე– არაბეთის მეფე, ისტორიკოსის თქმით ,, კაცი მხნე და მეომარი’’.

თორღულ მუჰამედის ძე– ყაზვინის, ზენჯანის, გილანის, ახანისა და განძის გამგებელი.

თუღან არსლან კუზიანი– თურქი ამირა.

განძის ათაბაგი, რომელიც სულთნის ბრძანებით, ,,მისითა ძალითა’’ გამოსულა.

ამ მაჰმადიანური კოალიციის მეთაურობა დაევალა ნეჯმ ად–დინ ილღაზს. ეს,  იყო ბაღდადის გამგებელი, ციხესიმაგრე მარდინისა და ალეპოს მფლობელი, სელჩუკთა  შორის უძლიერესი, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თქმით ,,კაცი დაჰმანი (მარჯვე) და მრავალღონე’’. სომეხი ისტორიკოსი მათეოს ურჰაეცი ,,ზვიადსა და ძლიერს’’ უწოდებს. მის მიმართ არც ფრანგი მწერალი გოტიე არის გულგრილი და ,,უაღრესი ამპარტავნებით თავგასულად’’ მიიჩნევს. ილ–ღაზი ცნობილი ყოფილა  მხედართმთავრული ნიჭით.  მან ჯერ კიდევ 1119 წელს მდ. ორონტის ნაპირას ე.წ. ,,სისხლიან ველზე’’  სასტიკად დაამარცხა ჯვაროსნები. ამ გამარჯვების შედეგად უკვდავად შეირაცხა და  ეწოდა ნეჯმ ად–დინ– ,,სარწმუნოების ვარსკვლავი’’,       ილ–ღაზი ბრძოლებში კარგად გაწრთვნილი და დიდი სამხედრო უნარ–ჩვევებით აღჭურვილი გამოემართა კოალიციურ ლაშქართან ერთად საქართველოს წინაღმდეგ. დიდგორის ბრძოლაში მონაწილე ლაშქართა რაოდენობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა წყაროებში. სომეხი ისტორიკოსის, მათეოს ურჰაეცის მიხედვით, კოალიციური ლაშქარი შეადგენდა 56 000 კაცს. გოტიეს ცნობით, კოალიციურ მოლაშქრეთა რიცხვი 600 000–ს აღწევდა. ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ მტრის ლაშქარი 300  000 მეომრისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. დავითის ისტორიკოსის თქმით მტრის ლაშქარი ,,შეიმტკიცნეს სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღვასა, რომლითა აღივსო ქუეყანა.’’  ქართველთა ლაშქრის რაოდენობის შესახებაც განსხვავებული ციფრები შემოუნახავთ საისტორიო ქრონიკებს. გოტიეს ცნობით, დავით აღმაშენებელი 80 000 მხედრით გავიდა საბრძოლველად. მათეოს ურჰაეცის მიხედვით მეფე დავითმა გაიყვანა 55600 მოლაშქრე, აქედან 40 000 ქართველი იყო, 1500 ყივჩაღი, 500 ალანი და 100 ევროპელი მეომარი. 1121 წლის 12 აგვისტო, ღვთისმშობლის მარხვის ხუთშაბათი იდგა…  ილ–ღაზი თავისი მაჰამადიანური სამყაროს  კოალიციური ლაშქარით თრიალეთს, მანგლისსა და დიდგორს მოფენილიყო. დავით აღმაშენებელმა ომის წინ მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ტაქტიკური სვლები განახორციელა. მტერი  მანგლისის ვიწროებში შეიტყუა, რათა მას მრავალრიცხოვნობის გამო გაშლის საშუალება არ მისცემოდა, ქართველებს კი უკან დასახევი გზა ჩაუხერგა. ამ ბრძოლით უნდა გადაწყვეტილიყო ქართველთა ყოფნა–არყოფნის საკითხი. ქართველებს მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი გამარჯვება ან სიკვდილი.  მათ სულისკვეთებას და მეფის მტკიცე პოზიციას კარგად გამოხატავს ბრძოლის წინ დავით აღმაშენებლის მიერ წარმოთქმული სიტყვა რომელიც ფრანგ მწერალს გოტიეს  შემოუნახავს: ,,მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად  თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის  ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ.  და ერთ რასმე გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება. ჩვენ ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ.’’ დავით აღმაშენებელმა ,,უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა, თუ ვითარ წინა განაწყო სპა მისი და თუ ვითარ ყოველი საქმე შუენიერად და ღონიერად ყო, რაბამ (როგორ) რამე წყნარად, უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო, და ვითარ თვისნი სპანი დაიცვნა უვნებლად, ამათ ყოველთათვის არა ჩუენი, არამედ ვგონებ, რომელ ყოველთა ბრძენთა სოფლისათა ენა ვერ შემძლებელ არს მოთხრობად ზედმიწევნით ყოველსავე.’’ ლაშქრის ცენტრს დავით მეფემ თვითონ უსარდლა. ფლანგებზე ყივჩაღთა და დემეტრე უფლისწულის ჯარები განალაგა, ხოლო ბრძოლის წინ საგანგებოდ შეარჩია 200 გულადი მეომარი. ყველამ იცოდა, რომ სამშობლოს, რწმენისა და მეფის ერთგულებისთვის თავს სწირავდნენ. ილ–ღაზსაც ქართველთა ძალები დაეზვერა და ბრძოლის გეგმა მოეფიქრებინა.    მისი სტარტეგია ქართველებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ისახავდა მიზნად. ამიტომაც მთელი შემართებით დაიწყო მოქმედება, მაგრამ აოცებდა  ქართველების  ბოლო წუთამდე უმოქმედობა.  ის იყო  ბრძოლის დაწყების ნიშანი უნდა მიეცა ძირითადი საბრძოლო ძალებისათვის, რომ მოხდა უცნაური და მისთვის სასურველი რამ:  ქართულ ლაშქარს ორასი მეომრისაგან შემდგარი ქვეითი რაზმი გამოეყო და სწრაფად დაიძრა თურქ–სელჩუკებისაკენ. რაზმი  საომრად იყო აღჭურვილი, მაგრამ  იარაღი შემართული არა ჰქონდა. ისე ჩანდა, თითქოს ქართველი მეფის სურვილის წინაღმდეგ მოქმედებდა, მას გამოექცა. უცნაური სწორედ ის იყო, რომ ჯერ  შეტევა არ დაეწყოთ და ქართველები უკვე ნებდებოდნენ მტერს. ილ–ღაზს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ გაიმარჯვებდა,  მაგრამ ბრძოლის დაწყებამდე თუ გატყდებოდა მორალურად მოწინაღმდეგის ლაშქარი, ამას ვერ წარმოიდგენდა. ისიც და მისი მეომრებიც გაოცებულები იყვნენ,, შეიძლება ითქვას, დაიბნენ კიდეც. მოწინაღმდეგის საქციელის გაანალიზება და ბოლომდე აღქმა  ვერც კი მოასწრეს,  რომ 200 ქართველი მებრძოლი მტრის  ლაშქარში შეიჭრა. შეიჭრნენ მეომრები და დაიწყეს კიდეც  ბრძოლა, თანაც ისეთი შემართებით, ილ–ღაზს და მის მოლაშქრეებს სულ დაეკარგათ რეალობის აღქმის უნარი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართველთა ძირითადი ლაშქრის გამაყრუებელმა ყიჟინამ შესძრა არემარე.  ბრძოლა სასტიკი იყო. პირველივე შეტაკებისას შეირყა ილ–ღაზის ლაშქარი. მიუხედავად მებრძოლთა მრავალრიცხოვნობისა, ყველაფერი ძალიან სწრაფად დამთავრდა,  წყაროთა ცნობით ბრძოლა 3 საათს გაგრძელდა, ,,რამეთუ პირველსავე ომსა, იოტა ბანაკი მათი და ივლტოდა..’’  მტრის ფსიქოლოგიურად და მორალურად გატეხილი ლაშქარი გაიქცა. დამპყრობელნი ისე დაბნეულები და შეშინებულები ყოფილან, გაქცევის დროს ერთმანეთი  გადაუქელავთ.   დავით მეფის ლაშქარი მუსრს ავლებდა მტრის  მებრძოლებს, ანისამდე  სდია მათ და  არ მისცა ძალების მოკრების საშუალება.Didgori

მათეოს ურჰაეცის ცნობით თვით ილ–ღაზი, რომელიც სარდლად მიაჩნდათ, თავში დაიჭრა და ბრძოლის ველიდან ნახევრად მკვდარი გაიყვანეს. სელჩუკებმა ,,ძლივს მოახერხეს გაქცევა, სპარსთა სულთანი მელიქი (თოღრული) და ხაზი (ილ–ღაზი)დიდად შერცხვენილნი დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში.’’ ერთი ვერსიით სწორედ დიდგორის ბრძოლაში მიღებული ჭრილობები გამხდარა ილ–ღაზის სიკვდილის მიზეზი. დიდგორის ომში დაჭრილს დამბლა დასცემია და მალეც გარდაცვლილა. მეორე ვერსიით უზომოდ უჭამია  ფლავი და ნესვი და ამის გამო მომკვდარა. ისტორიკოსთა ცნობით  დიდგორის ველზე  ათეულ ათასობით  მუსლიმანი დაღუპულა. მტერს  უამრავი სურსათ–სანოვაგე და სიმდიდრე დარჩენია ,,ქართლის ცხოვრების’’ ცნობით: ,,აღივსო (სამეფო) ოქროთა და ვერცხლითა, არაბულითა ცხენებითა, ასურულითა ჯორებითა, კარვებითა… სხვითა უცხოთა  ჭურჭლებითა საბრძოლელთა თვითოსახეთათა, ქოსთა და ფილაკავათანთა, სასმურთა ტურფათა და სანადიმოთათა, საბანელთა და სამზარეულოთათა რაოდენმან ქართამან და მელანმან დაიტიოს აღწერად.’’ დიდგორის ველზე ქართველობამ შეუძლებელი შესძლო. ამიტომაც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს დიდგორის გამარჯვება სასწაულად მიაჩნია და აღნიშნავს, წმიდა გიორგი ეხმარებოდაო ქართველებს. ,,წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდაო’’  ქართველთა ლაშქარს.   დიდგორი  თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობისა და ქვეყნის თავდადების სიმბოლოა.  ქართველმა კაცმა მას სამართლიანად უწოდა ,,ძლევაი საკვირველი’’. ეს ბრძოლა ისე დიდმნიშვნელოვანია, ერმა სახალხო დღე–,,დიდგორობა’’ დააწესა, ხოლო ქვეყნის  აღმშენებელობისა და გაძლიერებისათვის  დავითი ,,აღმაშენებლის’’ ტიტულით და წმინდანად შერაცხვით დააჯილდოვა.

ბაკურ გელაშვილი

Posted in მთავარი | დატოვე კომენტარი