იმ ჟამიდან ამ ჟამამდე …


,კკლერთ დროს ბაგრატ IV -ის მეფედ კურთხევის ადგილი და ქართველ ბაგრატიონთა სამყოფელი დღეს მნახველში სიამაყესთან ერთად დიდ ტკივილსაც იწვევს.
საოცარი განცდა შეიპყრობდა თავის დროზე მის აღმშენებლებს ადარნასე მეფეს, და კვირიკე ბანელს….სრულყოფილი ქმნილების ხილვისას.
ისეთი განცდა, რომელიც იმ ჟამიდან ამ ჟამამდე დღემდე აოცებს მის მნახველებს. კიდევაც წერდა მის შესახებ კ. კოხი, ,,ბანასნაირი ტაძარი მტელ აღმოსავლეთში არ მინახავს აია-სოფიას შემდეგ მსგავსი არაფერი შემხვედრიაო.” პირველად 2007 წელს ვიხილე ბანას საოცარი ტაძრის დაჭრილი სხეული და მის გარშემო გადაშლილი საოცარი პეიზაჟები… საოცრებათა შორის საოცარი ადგილი.. ალბათ ამიტომაც იყო რომ ბაგრატ IV და გიორგი II-ე ხშირად მიდიოდნენ,, მამულსა თვისა ბანას”..ხოლო თავიანთ სამუდამო განსასვენებლად უქცევია ვახტანგ IV- და მის თანამეცხედრეს სითიხათუნს.
რომ არა რუსეთ-თურქეთის ომი, შეიძლება კვირიკე ბანელის დროინდელი ბრწყინვალებით არა, მაგრამ ვახტანგ IV დროინდელი მშვენიერებით დღესაც გვეხილა…
მისი ხილვისას ადამიანს სიტყვა ბაგეზე გეყინება, იმდენად, რომ მარტოობის კავალერად მდგომ ტაძრთან განშორებისას ათასჯერ უკან მიბრუნებულს ცრემლებს უტოვებ და ნუგეშად კვლავ შეხვედრისთვის აღთქმას აძლევ საოცარ ქმნილებას.
2007 წელს მიცემული აღთქმა 2010 წელს მოსწავლეებთან ერთად შევასრულე…
ბანა თავის მრავალსაუკუნოვანი წარსულით ერთ-ერთი ბრწყინვალე ტაძარია, ვინ იცის რამდენი რამის მხილველია მისი დაჭრილი პერანგი… რამდენი რამე აქვს სათქმელი შთამომავლობისათვის,მაგრამ დღეს …..

ბაკურ გელაშვილი. 2014 წ.

 

Posted in მთავარი | დატოვე კომენტარი

აქ აუგია თავისი მონასტერი სახელოვან თორელთაგანს ..


          10857342_916811081685383_4092227067483650751_o

ტიმოთესუბანი (კიმოთესუბანი) – სოფელი ბორჯომის რაიონში… თორის ქვაბულში (ისტორიული თორის შუაგულში), გვირგვინის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1100 მ., ბორჯომიდან 17 კმ, წაღვერიდან 3 კმ. შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – დიდი სამონასტრო კომპლექსი (XI-XVIII სს.), რომლის მთავარი ნაგაბობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XII-XIII სს. მიჯნა). ნაგებია მოვარდისფრო “ქართული აგურით”. ჩახაზული ჯვრის ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას აღმოსავლეთ მხარეს სამი შვერილი აფსიდი აქვს. გუმბათის ყელი დაყრდნობილია ორ თავისუფლად მდგარ ბოძსა და საკურთხევლის კედლის შვერილებზე. მოგვიანებით დასავლეთ მხრიდან აგურის კარიბჭე მიაშენეს, სამხრეთიდან – გათლილი ქვისა.  გაგრძელება>

Posted in მთავარი | დატოვე კომენტარი

აქ აუგია თავისი მონასტერი სახელოვან თორელთაგანს ..


10857342_916811081685383_4092227067483650751_o

ტიმოთესუბანი (კიმოთესუბანი) – სოფელი ბორჯომის რაიონში… თორის ქვაბულში (ისტორიული თორის შუაგულში), გვირგვინის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1100 მ., ბორჯომიდან 17 კმ, წაღვერიდან 3 კმ. შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – დიდი სამონასტრო კომპლექსი (XI-XVIII სს.), რომლის მთავარი ნაგაბობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XII-XIII სს. მიჯნა). ნაგებია მოვარდისფრო “ქართული აგურით”. ჩახაზული ჯვრის ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას აღმოსავლეთ მხარეს სამი შვერილი აფსიდი აქვს. გუმბათის ყელი დაყრდნობილია ორ თავისუფლად მდგარ ბოძსა და საკურთხევლის კედლის შვერილებზე. მოგვიანებით დასავლეთ მხრიდან აგურის კარიბჭე მიაშენეს, სამხრეთიდან – გათლილი ქვისა. გაგრძელება>

Posted in მთავარი | დატოვე კომენტარი

,,ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით”


bana 2

ოლთისის შენაკად ფენიაკჩაის ანუ ფენიკისწყლის ხეობაში, ცენტრალურ გზიდან თუ გადავუხვევთი, სოფელ ფენიაკს მივადგებით, სწორედ აქ, ამ სოფელთან იდგა ტაოს და საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი და უდიადესი ტაძარი ბანა…
-გაგრძელება>

Posted in მთავარი | დატოვე კომენტარი

მოსცა ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი


დაბის წმ. გიორგი

ბორჯომის ხეობა მთელი მრავალ საუკუნოვანი წარსულით გამორჩეული მხარეა ჩვენი ქვეყნისა. მხარის საამაყო წარსულზე მნიშვნელოვან წარმოდგენას გვიქმნის ჩვენამდე მოღწეული მატერიალური კულტურის ძეგლები. XIII_XV საუკუნეები უმძიმესი ხანათაგანია საქართველოს ისტორიაში, მონღოლურ-თათართა პირველი გამოჩენიდან (1220წ.) მოყოლებული, ქვეყანას თითქმის არ ჰქონია მშვიდობიანი არსებობის ხანგრძლივი პერიოდი. სამი საუკუნის განმავლობაში დამპყრობთა ახალ-ახალი ტალღა განუწყვეტლივ ცვლიდა ერთმანეთს. მონღოლებისა და ჯალალ-ედინის ლაშქრობებმა, თემურ-ლენგის გამანადგურებელმა შემოსევებმა დიდად შეამცირა მოსახლეობის რიცხვი, დაცემის გზაზე დააყენა ეკონომიკა, შეანელა და შეაფერხა კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობა. კულტურის მრავალი კერა მიწასთან გასწორდა, `იყო ყოველი ესე საქართველო… უნუგეშისცემად განსული, და სრულიად აოხრებული~… ასე აგვიწერს მემატიანე საქართველოს მაშინდელ მდგომარეობას. სამცხის სამთავრო ამ დროისათვის შედარებით უკეთესი ფიზიკურ-ეკონომიკური მდგომარეობით აშკარად გამოირჩეოდა საქართველოს დანარჩენი ნაწილებისაგან. ჯერ კიდევ 1266 წლიდან სამცხის სამთავრო გამოეყო ერთიან საქართველოს და `ხასიჯუდ~ იქცა, თვითონ უშუალოდ დაექვემდებარა ყაენის სამმართველოს. ყაენის უშუალო მფარველობამ ხელი შეუწყო ცხოვრების მაღალი დონის შენარჩუნებას. ეკონომიკურ სიძლიერესა და მოსახლეობის მომრავლებას მოწმობდა აქ ეკლესია მონასტრების ინტენსიური მშენებლობა, ახალი სოფლების გაჩენა.

-გაგრძელება>

Posted in მთავარი | დატოვე კომენტარი

ნიკოლოზ რომანოვის სასახლე და მასში დატრიალებული სიყვარული


რომანოვების სასახლე, რომელიც მეოთხე სამმართველოდ მოიხსენიება, მეცხრამეტე საუკუნის პერიოდს განეკუთვნება. ამ ადგილას უწინ პურის კალო ყოფილა. მიხეილ რომანოვის ვაჟს საზაფხულო რეზიდენციად ლიკანში აღნიშნული ტერიტორია მოსწონებია და ეს ტერიტორია შეუსყიდია გენერალ პიტერსისაგან. შემდგომ ამ ტერიტორიაზე პირველი პარკი გაუშენებია ხოლო მისივე ბრძანებით, სასახლე 1892-95 წლებში არქიტექტორმა ლეონტინ ბენუას დაუგეგმარებია, ხოლო მშენებლობას გერმანელი არქიტექტორი ლეოპოლდ ბილფელდი ხელმძღვანელობდა. ხელოსნებად კი მთავარს ძირითადად ბერძენი და იტალიელი ოსტატები წარმოადგენდნენ.   მთავარი სასახლე ასიმეტრიული ფორმისაა. ინტერიერში მეტად მდიდარი ბიბლიოთეკა და ფრანგული ფერწერული ტილოები იყო. რომანტიკული მიმდინარეობის სასახლე უშუალო გამოძახილი იყო ევროპული და რუსული სასახლეების არქიტექტურული სტილი. აღსანიშნავია ისიც,  ნიკოლოზის სასახლე მორთული იყო ანტიკური ღმერთების მარმარილოს ქანდაკებებით, ჩინურ-იაპონური ფაიფურის ვაზებითა და ოქროს ძერძვით. სასახლეში დაცულია უნიკალური ექსპონატები, მათ შორისაა ნაპოლეონის მიერ რომანოვებისათვის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის შაჰის მიერ ნაჩუქარი სავარძელი, პირადად რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის ხელით კაკლის ხის ფესვებისაგან დამზადებული ისტორიული მაგიდა, რომელიც ნიკოლოზ რომანოვს თვითონ ჩამოუტანია პეტერბურგიდან.  სასახლეში არსებული თითქმის ყველა ნივთი ანტიკვარულია. ცენტრალური შესასვლელის თაღში მოთავსებულია ფაიფურის თუთიყუში, რომელიც კარების გაღებისთანავე იწყებდა მოძრაობას, თითქოს ესალმებოდა შემომსვლელ სტუმარს. ეს დაკავშირებული იყო ჰაერის ჭავლთან. საბილიარდო ოთახში კვლავ არსებობს რომანოვების დროინდელი ბილიარდი, ოთახში არსებულ რუსულ ღუმელზე იტალიური მწვანე კერემიკით გამოსახულია ცხოველები, რომლებიც ბინადრობენ ბორჯომის ხეობაში. ასევე დაცულია რომანოვის კაბინეტი, რომელშიც შემდგომში სტალინი მუშაობდა. ამ კაბინეტშია ორი ისტორიული ლურსმანი, რამდენადაც ორივე სტალინის მიერ არის დაჭედებული. ერთი საწერ მაგიდაზე ქუდისათვის და მეორე კედელზე კიტელის დასაკიდად. ეს კაბინეტი ბუხრით, განლაგებული ავეჯით და მოზაიკური ჭერით აღმოსავლურ სტილშია გადაწყვეტილი. სასახლის მეორე სართულზე არსებობს ე. წ. “პეპლებიანი” საძინებელი. ისტორია კი ასეთია: რომანოვს ჰყოლია კოლექციონერები, რომლებიც იჭერდნენ პეპლებს ბორჯომის ტერიტორიაზე. ერთ–ერთს მოსვლია აზრად ოთახი მოეხატა ამ პეპლების ანალოგიური დასურათებებით, რადგან ყველა მათგანი განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ამავე ოთახში არის იმდროინდელი ორმხრივი სავარძელი, რომელსაც გაბუტული შეყვარებულების სავარძელი ჰქვია. სასახლისაკენ მიემართებოდა მარმარილოს კიბე, ქვის დეკორატიული ბოძებით, რომლებზეც შემოდგმული იყო იტალიური დოქები, სტილიზებული ურჩხულებით და ყურძნის მტევნებით, ხოლო ქვესადგამს ამშვენებდა  კურდღელზე მონადირე ბრინჯაოს არწივების , გოჭებისა და ინდაურის ქანდაკებები. სასახლის პარკის პროექტის ავტორები და დამგეგმარები იყვნენ რეგელი და რამი,  ნიკოლოზ რომანოვს, სასახლის პარკში ხელოვნური ტბაც ჰქონია, სადაც წეროები, გედები და იაპონური ჯიშის ქათმები ჰყოლია გაშვებული, ასევე მისი დავალებით მისავე პარკში გაუშვიათ ირმები, შვლები და რუსეთიდან ჩამოყავნილი გარეული თხები. პარკის ფართობია 47, 16 ჰექტარი.

                                                                  X    X     X

ცნობილია, რომ ნიკოლოზ რომანოვი გატაცებული ყოფილა ლეპიდოპტოლოგიით (მეცინერება პეპლებზე). აღნიშნულ მეცნიერებაზე მან გამოცა 9 ტომი, რომელიც დღეს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. მის კვლევებში პეპლები, კონტურულ ჩანახატად გამოისახებოდა, ხოლო შემდეგ ხელით, აკვარელით ფერადებოდა.  ასე შექმნა მან 110 000 ნაირსახეობის პეპლის კოლექცია. ცნობილია რომ ლიკანის სასახლის ტერიტორიაზე მისი დავალებით უამრავი პეპელა დაიჭირეს და ამ მიმართულებით ბორჯომში კოლექციის დიდი ნაწილი შეაგროვა.  მისი კოლექცია რამდენიმე ათეულ მოზრიდლ ზეიფს შეადგენა და მისი დიდი ნაწილი მთავარმა პეტერბურგის ზოოლოგიის მუზეუმს გადასცა, ხოლო ერთი სეიფი თბილისის სახელმწიფო მუზეუმს უსახსოვრა.

 6

                          ნიკოლოზ რომანოვის ბორჯომული სიყვარული

ნიკოლოზ მიხეილს ძე რომანოვს თავდაპირველად შეყვარებია მისივე ბიძაშვილი, დედის მხრიდან, რაც მიუღებელი იყო მართმადიდებელ ქრისტიანთათვის. სიყვარულში გულგატეხილ ნიკოლოზს ცოლი აღარასოდეს შეურთავს და არც შვილი ჰყოლია. თუმცა მოგვიანებით,  ნიკოლოზ რომანოვს, გარდა ბორჯომის ბუნებისა და სამონადირეო სიყვარულისა, შეყვარებია ვარვარა დავითის ასული რომანენკო. ჯერ კიდევ პატარა ვარვარა რომანენკო, როდესაც მისი ოჯახი უკრაინიდან, კერძოდ პოლტავიდან წაღვერში ჩამოუსახლებიათ. რუსულთან ერთად ქართული კარგად შეუსწავლია. თავდაპირველად, ვარვარა რომანენკო ნიკოლოზის ძმის, სერგეი რომანოვის სასახლის მეთვალყურის, კუხარევიჩის მეუღლე იყო, ხოლო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ-ამავე სასახლის ახლად დანიშნულ მეთვალყურეს, ერმოშკინს გაჰყვა ცოლად. შემდეგ ვარვარა მის მეუღლესთან ერთად სამუშაოდ გადავიდნენ ლიკანის სასახლეში, სადაც ვარვარა 1949 წლამდე მუშაობდა. თავისი სილამაზით განთქმული ვარვარა სასახლის შეუცვლელი დიასახლისი  და უერთგულესი მეგობარი იყო ნიკოლოზ რომანოვისა, რომელიც ასევე ეთაყვანებოდა მას. მათი სიყვარულის ამბავი და ურთიერთობა ხანგრძლივი იყო.  მაგრამ ქალის დაბალი წარმომავლობის გამო, კნიაზ ნიკოლოზ არ შეეძლო მისი ცოლად შერთვა. სასახლის დიასახლისმა სიკვდილამდე, 1958 წლამდე იცხოვრა ბორჯომში.

 ბაკურ გელაშვილი

Posted in მთავარი | დატოვე კომენტარი

ბაკურ გელაშვილი – ყველა თავისი სოფლის მეჭუჭურჭლეთუხუცესი უნდა გახდეს


11046445_923946837638474_6326633982417422325_n

Posted in მთავარი | დატოვე კომენტარი