ორჯონიკიძის სინდის-ნამუსიანობაზე დასკვნა შენთვის მომინდვია ჩემო მეგობარო!


IMG_0153

ერთმა ჩემმა პატარა მეგობარმა მკითხა სერგო ორჯონიკიძის შესახებ თუ შეგიძლია მოკლედ მითხრი რა სინდის-ნამუსის კაცი იყოო?!. მოკლედ ჩემო მეგობარო საქართველოს ისტორიას ბევრი მოღალატის სახელი და გვარი შემოუნახავს, მაგრამ სერგო ორჯონიკიძეს უდაოდ წამყვანი პოზიცია უჭირავს ამ მხრივ. თაობათა მეხსიერებაში იგი დარჩა  რომელმაც დაგეგმა და უშუალოდ განახორციელა აგრესია საკუთარი სამშობოლოს წინააღმდეგ, შემოუძღვა თბილისში წითელ არმიას, წაართვა საქართველოს დამოუკიდებლობა და იგი რუსეთის კოლონიად აქცია. ორჯონიკიძესთან ასოცირდება საქართველოს ტერიტორიების გასხვისება, 20-იანი წლების დასაწყისში განმანთავისუფლებელი მოძრაობის სისხლში ჩახშობა და მრავალი გამოჩენილი საზოგადო თუ ეროვნული მოღვაწის ფიზიკური განადგურება. მის ბიოგრაფიულ მონაცემებზე საუბრით თავს არ შეგაწყენ, მოკლედ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს მოგახსენებთ, რითაც კარგად ჩანს ამ ადამიანის ,,ქართველობა’’.  1920 წლის 17 მარტს, ლენინმა კავკასიის ფრონტის სამხედრო საბჭოს საგანგებო დეპეშა გაუგზა, სადაც პროლეტარიატის ბელადი ხაზს უსვამდა აზერბაიჯანის გასაბჭოების აუცილებლობას: “ბაქოს აღება ჩვენთვის უაღრესად აუცილებელია. ყველანაირი ძალისხმევა მიმართეთ აქეთკენ, ამასთანავე აუცილებელია, რომ განცხადებებში ვიყოთ დიპლომატიურები,” – წერდა ბელადი ორჯონიკიძეს. აზერბაიჯანის საზღვრებთან წითელი არმიის კონცენტრაცია დაიწყო. აპრილის ბოლოს, ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით, ბოლშევიკთა მე-11 არმია ბაქოში შევიდა. აზერბაიჯანი საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. 1922 წელს ლენინმა მოსთხოვა ორჯონიკიძეს, რადაც უნდა დასჯდომოდა, დაუყოვნებლივ განევითარებინა და გაეძლიერებინა ქართული წითელი არმია, რათა მორჩილებაში ჰყოლოდა საქართველო. ორჯონიკიძე ყურმოჭრილი მონის ერთგულებით ასრულებდა კრემლის ბრძანებებს. იგი განსაკუთრებულად გაისარჯა 1924 წლის წინასწარ განწირული აჯანყების ჩახშობასა და მონაწილეთა რეპრესიებში. მისი დაუნდობლობის საილუსტრაციოდ ნიშანდობლივია ასეთი შემთხვევა: პატიმართა შორის აღმოჩნდა ვაჟა-ფშაველას უნიჭიერესი შვილი ლევან რაზიკაშვილიც. მისთვის სიცოცხლის შენარჩუნების თხოვნით მისულ დელეგაციას – ეგ, ვაჟა-ფშაველას შვილია და ნუ დახვრეტთო, ორჯონიკიძეს ასე უპასუხნია – „ვაჟა ფშაველას შვილი კი არა, თვით ვაჟასაც დავხვრეტდით, ცოცხალი რომ იყოსო“.

მოსკოვი, კრემლი ი. ბ. სტალინს

ბაქო, 1921 წ. 17 თებერვალი

გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!

ჩვენ მივიღეთ ფრიად დიდმნიშვნელოვანი ცნობები. შიმშილითა და საქართველოს მთავრობის ძალადობით გაწამებული საქართველოს მშრომელები აჯანყდნენ ბურჟუაზიის აღვირახსნილი ღრეობის წინააღმდეგ, რაც მათ ქვეყანაში მეფობდა, და მძლავრი ნიაღვარივით დაიძრნენ თბილისისაკენ, რათა დაამხონ მოძალადენი და ექსპლოატატორები და დაამყარონ იქ მუშურ-გლეხური ხელისუფლება. საქართველოს წითელმა აჯანყებულებმა დახმარებისთვის მიმართეს ძმურ წითელ არმიას, რომელიც დაუყოვნებლივ გამოეხმაურა მათ მოწოდებას, და ახლა წითელი ნიაღვარი უახლოვდება თბილისს, ბურჟუაზიული ღრეობის ამ საძულველ კერას, თბილისის საათები დათვლილია, შესაძლოა, ამ წუთს თბილისის თავზე უკვე ფრიალებს პროლეტარული დიქტატურის წითელი დროშა და შორს არ არის ის დღე, როცა მთელ საქართველოში ამოვა იქ გამეფებული ბურჟუაზიისა და რუსეთის კონტრრევოლუციის ნაშთების წინააღმდეგ აჯანყების წითელი განთიადი. ჩვენ უდიდესი მნიშვნელობის მოვლენათა წინაშე ვიმყოფებით. საქართველო შემოვა კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების ოჯახში. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს! საინტერესოა ერთი მომენტი: 1922 წელს ამიერკავკასიის ე.წ. “საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის” ცაკ-მა მე-11 არმიის სამხედრო-რევოლუციური საბჭოს წევრი ს. ორჯონიკიძე დააჯილდოვა N# 1 “წითელი დროშის ორდენი”-თ, წარწერით “თბილისის აღებისათვის”!.. სერგო ორჯონიკიძე მხოლოდ საქართველოს ოკუპაციასთან არ ასოცირდება, ამ იუდას სახელი დაკავშირებულია უამრავი ქართველის დახვრეტასთან. მარტო 1924 წლის მოვლენების დროს დახვრეტილთა სისხლი…. შორაპნის სისხლიანი ნადიმი ეყოფა ჯოჯოხეთში საგზლად. საქართველოს რეგიონებსა და სოფლებში  უმოწყალოდ გაანადგურებულთ რომ აღარ შევეხოთ. წარმოიდგინეთ და ეს ტირაცუა ორჯონიკიძე  1924 წლის ოქტომბრის საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე აცხადებდა: “მივმართეთ მასობრივ დახვრეტებს. იქნებ ცოტა გადავაჭარბეთ, მაგრამ ამას ახლა რაღა ეშველება…” 

ორჯონიკიძის სინდის-ნამუსიანობაზე დასკვნა შენთვის მომინდვია ჩემო მეგობარო!

Advertisements
This entry was posted in მთავარი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s