გახსენება სიმკაცრის შესახებ სიბერისთვის ცუდი საყრდენიაო


IMG_0153

დიპლომატია _ ყველაზე საუკეთესოა, რაც ცივილიზაციამ გამოიგონა სახელმწიფოთა შორის ძალის გამოყენების თავიდან ასაცდენად. `დიპომატია _ პოლიტიკაა ჩინებულ კოსტუმში~ _ ამბობდა ნაპოლეონ I. აკადემიურ მეცნიერულ განმარტებას თუ დავიჯერებთ, დიპლომატია – `ეს არის სახელმწიფოთა მეთაურების, მთავრობების და საგარეო ურთიერთობათა სპეციალური ორგანოების ოფიციალური მოღვაწეობა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად. ყველა სახელმწიფოს ინტერესების დაცვა მისი საგარეო საქმეთა სამინისტროს (უწყების) მთავარ საზრუნავს შეადგენს, ხოლო ამ ზრუნვას იგი დიპლომატიისა და დიპლომატების მეშვეობით ახორციელებს.
ხშირად ეპოქა ცნობილი ხდება ისტორიისთვის ცნობილი მოვლენით, ან ცნობილი ადამიანით, რომელიც ამა თუ იმ ეპოქაში მოღვაწეობდა. გაიუს იულიუს ცეზარი ცნობილ დიპლომატთა რიცხვს მიეკუთვნება. იგი დაიბადა ძვ.წ.აღ. 100 წელს კვინტილიის თვის მე-12 დღეს, რომელსაც შემდგომ მის პატივსაცემად ივლისი ეწოდა. წარმოშობით იგი იყო იულიუსების ძველი და დიდებული პატრიციელთა გვარიდან. ამ დროს რომაელი დიპლომატებიდან ყველაზე ბრწყინვალე წარმომადგენელი გაიუს იულიუს ცეზარი იყო. იგი მეტად გაბედული, მამაცი და საზრიანი იყო. თავისი ხასიათი მან გამოავლინა ძვ. წ. აღ. 78 წელს, როდესაც ეგეოსის ზღვაზე იგი ხელში ჩაიგდეს მეკობრეებმა და მონად გაყიდიდნენ თავი რომ არ გამოესყიდა. პლუტარქეს მოწმობით, მეკობრეებმა გამოსასყიდად 20 ტალანტის ოდენობა მოითხოვეს, რაც იმ დროს რომში დიდი თანხა იყო. მეკობრეების წინადადებაზე ცეზარს გაუცინია და უპასუხია: `თქვენ არ იცით, ვინ ჩაიგდეთ ტყვედ~ და თვითონ შესთავაზა მათ 50 ტალანტი. ცეზარი მეკობრეებთან 38 დღე იმყოფებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი მედიდურად იქცეოდა, ხოლო, როცა დასვენებას დააპირებდა, მეკობრეებს მსახურებს უგზავნიდა ბრძანებით, რათა მათ არ ეხმაურათ. მოკლედ, მათ შორის ის ისე იქცეოდა, თითქოს ისინი მისი მცველები იყვნენ და არა იგი მათი ტყვე: ერთობოდა, ხუმრობდა, წერდა პოემებს და სიტყვებს, შემდეგ უკითხავდა მათ მეკობრეებს და ვინც აღფრთოვანებას არ გამოხატავდა უვიცსა და ბარბაროსს უწოდებდა. ხშირად იგი სიცილით ემუქრებოდა მათ, რომ ჩამოახრჩობდა მათ. მეკობრეები მას სიამოვნებით უსმენდნენ, მაგრამ, როდესაც ქ. მილეთიდან გამოსასყიდი თანხა მოვიდა და ცეზარი გაათავისუფლეს, მან მაშინვე გემები მოამზადა, მილეთის ნავსადგურიდან გავიდა და დაატყვევა თავისი ნაცნობი მეკობრეები.
როდესაც რომაელი ისტორიკოსი ამიანე მარცელიუსი ცეზარს ახასიათებდა, აღნიშნავდა, რომ იგი ხშირად უფრო პატიებდა ვიდრე სჯიდა. ცეზარი ამბობდა: `გახსენება სიმკაცრის შესახებ სიბერისთვის ცუდი საყრდენიაო~.
პლუტარქეს გადმოცემით, რომში ცეზარმა თავისი მჭერმეტყველებით მიაღწია ბრწყინვალე წარმატებებს, ხოლო თავისი ზრდილობიანი და თავაზიანი მიქცევით, უბრალო ხალხის სიყვარული დაუმსახურებია. მის მიერ მოწყობილი ნადიმები, სადილები და საერთოდ, ცხოვრების ბრწყინვალე წესი ხელს უწყობდა მისი გავლენის ზრდას სახელმწიფოში.
ძვ.წ.აღ. 67 წელს იგი პრეტორი, ხოლო ერთი წლის შემდეგ _ ესპანეთის მმართველი გახდა. (რესპულიკურ რომში ყველა სახელმწიფო თანამდებობა უხელფასო იყო, მაგრამ პროვინციების მმართველობა შემოსავლიანი, რამდენადაც, აქ გადასახადების მოცულობა დადგენილი არ იყო და მის მმართველებს ფართო შესაძლებლობა ეძლეოდა გასაძარცვად.)
უმაღლესი ხელისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე მას ორი მეტოქე ჰყავდა _ რომის ფაქტობრივი პატრონი და სახელგანთქმული სარდალი _ გნეუს პომპეუსი, რომელსაც თავისი ქალიშვილი იულია შერთო და უზომოდ მდიდარი კრასუსი. მან მოახერხა ორი ერთმანეთთან მტრულად დაპირისპირებული პომპეუსის დაკრასუსის შერიგება. სულ მალე ეს ფაქტი თავის სასარგებლოდ გამოიყენა. სამივემ ერთად შექმნეს ტრიუმვირატი. ამ ორი `მეგობრის~ წყალობით ცეზარი აირჩიეს კონსულად 59 წელს. მან სამართავად მიიღო გალია (თანამედროვე საფრანგეთის სამხრეთი და იტალიის სამხრეთი ნაწილი). ცეზარმა თავისი დიპლომატიური ნიჭი სწორედ გალიის კამპანიის დროს (ძვ.წ.აღ. 58-50წწ.) გამოიჩინა. ამ დროს გალია განიცდიდა ღრმა შინაგან კრიზისს _ პირველყოფილი საზოგადოება თანდათან ირღვეოდა და სახელმწიფოებრიობით იცვლებოდა. გალიის პროვინციაში შექმნილ ვითარებას ცეზარი თავის სასარგებლოდ ოსტატურად იყენებდა. მან შექმნა გალიაში დასახლებულ ტომების საერთო კონფედერაცია, რომელიც წარმოადგენდა თავისებურ დიპლომატიურ კონგრესს. აქ წარმოდგენილი იყო ამ პროვინციაში მოსახლე ყველა ტომი. ცეზარმა იმას მიაღწია, რომ ამ ტომებმა იგი თავიანთ საერთო ბელადად აირჩიეს. მისი პოლიტიკური და დიპლომატიური ხერხების არსენალს შორი სათანადო ადგილი ეკავა გულმოწყალეობას. მას ახასიათებდა სამართლიანი, რბილი მიდგომა, მტრის, განსაკუთრებით, დამარცხებულის მიმართ. ყოველივე ეს მან სწორედ გალიის კამპანიის დროს გამოიჩინა.
ცეზარმა თავისი მრავალმხრივი ნიჭიერებით, დიდი ავტორიტეტი მოიპოვა და ხალხშიც პოპულარულობით სარგებლობდა, რაც აშინებდათ კრასუსსაც და პომპეუსსაც. ცეზარს უნდოდა გაეგრძელებინა თავისი ყოფნის ვადა გალიაში. ეს კი პომპეუსის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იყო. ძვ. წ. აღ. 56 წელს აპრილში ქ. ლუკაში ხელმეორედ შეარიგა კრასუსი და პომპეუსი, ამას ხელი შეუწყო საერთო მტრის ლუციუს დომიციუს აგენობარბასთან დაპირისპირებამ. ტრიუმვირატებს არ სურდათ, რომ ძვ.წ.აღ. 55 წელს კონსულად აერჩიათ. არჩევნების დღეს მარსის მოედანზე ცეზარმა თავის ჯარისკაცებს მოუყარა თავი და სენატს ის კონსულებს შორის პროვინციების განაწილების ისეთი კანონი მიაღებინა, როგორიც სურდათ პომპეუსს, კრაციუსს და ცეზარს. ამის შემდეგ მას კიდევ 5 წლით გაუგრძელეს გალიის მმართველობის ვადა.
ძვ.წ.აღ. 52 წელს ცეზარმა საბოლოოდ დაუმორჩილა გალია რომს. ამასობში, მოხდა სერიოზული ცვლილებები პართიაში, დაიღუპა კრასუსი, გარდაიცვალა ცეზარის ქალიშვილი _ იულია, პომპეუსის მეუღლე. რომში პომპეუსი ყველაზე ძლიერი მმართველი იყო და სენატიც მას ემორჩილებოდა. ცეზარს გალიის მმართველობის ვადა უმთავრდებოდა და აღარ სურდა მისი გახანგრძლივება. იგი მოითხოვდა, ნება დაერთოთ თავისი კანდიდატურა კონსულის არჩევნებში წამოეყენებინა, მაგრამ სენატმა უარი უთხრა და მოთხოვა შინ დაბრუნებულიყო, როგორც კერძო პირი, ხოლო ჯარი დაეშალა.
პომპეუსმა იცოდა, რომ ცეზარი ამას არ შეასრულებდა. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ძვ.წ.აღ. 48 წელს ზაფხულში ფარსალესთან, სადაც პომპეუსი გაანადგურეს. ცეზარმა გაიმარჯვა. პომპეუსი გაიქცა ეგვიპტეში, სადაც იგი ადგილობრივმა მეფემ მოკლა და მისი თავი ცეზარს გაუგზავნა. ეგვიპტეში მყოფმა ცეზარმა მხარი დაუჭირა 18 წლის კლეოპატრას მისი 12 წლის ძმის პტოლემაიოს XII წინააღმდეგ.
ეგვიპტეში ცეზარმა 9 თვე დაჰყო და იქ გაამეფა კლეოპატრა. ამასობაში რომს აუჯანყდა პონტოელი მეფის შვილი ფარნაკი, რომელიც ზელესთან ბრძოლაში დაამარცხა. ეს მოხდა ძვ.წ.აღ. 49 წელს. სწორედ ამ გამარჯვებაზე გამოთქვა ცეზარმა თავისი ცნობილი ფრაზა: `მივედი, ვნახე, დავამარცხე.~
სენატმა მას დიქტატორობა 10 წლით გაუხანგრძლივა, თუმცა კონსტიტუციით ექვსი თვის ვადა იყო დაწესებული. შემდეგ მან გაიმარჯვა საბრძოლო ექსპედიციაში, რომელიც მოეწყო აფიკაში, სციპიონის წინააღმდეგ და ძვ.წ.აღ. 46 წელს ცეზარმა საზეიმოდ გადაიხადა ოთხი ტრიუმფი: გამარჯვებები გალიაში, ალექსანდრიაში, პონტოში და აფრიკაში. ძვ.წ.აღ. 45 წელს რომის სენატმა იგი სამუდამო დიქტატორადაც კი გამოაცხადა, ხოლო მისმა ჯარმა იმპერატორის ტიტული მიანიჭა. იმპერატორს მაშინ იმ მთავარსარდლებს უწოდებდნენ, რომლებიც გამარჯვებას მოიპოვებდნენ.
ერთხელ ცეზარმა კითხვაზე თუ როგორ სიკვდილს ინატრებდა, უპასუხა: უეცარსო. ბედი მის მიმართ კეთილად განეწყო. იგი სწორედ მოულოდნელი სიკვდილით გარდაიცვალა. მას არაერთხელ უთქვამს, რომ სიცოცხლე თურმე მისთვის იმდენად ძვირფასი არ არის, რამდენადაც სახელმწიფოსათვის. თვითონ მან დიდი ხანია მიაღწია სრულ ძალაუფლებას და დიდებას. სახელმწიფო კი მას რომ რამე მოუვიდეს, დაკარგავს სიმშვიდეს და ჩაეფლობა სამოქალაქო ომებშიო. მისი სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.
მოკლედ ასეთი იყო დიდი ეპოქის, დიდი ფიგურის, ცეზარის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა.

ბაკურ გელაშვილი

Advertisements
This entry was posted in მთავარი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s