როგორ იხსნეს დანგრევისგან ძმებმა ე.წ. ჩარხისწყლის ხიდი წყალდიდობისას..


11046445_923946837638474_6326633982417422325_n

1968 წლის  აპრილში, ბორჯომში და არა მხოლოდ ბორჯომში დატრიალებული წყალდიდობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი , განსაკუთრებით ჩემი თაობის ადამიანებისათვის, თუ არ ჩავთვლით უფროსებისგან მონაყოლს.  გადმოცემებს რომ თავი დავანებოთ, წყალდიდობის მაშტაბურობაზე და მის ტრაგიკულობაზე მეტყველებს ჩვენამდე მოღწეული ფოტოებიც. ბორჯომში წყალდიდობის მაშტაბურობის და მიმდინარე მოვლენების შესახებ ბაბუაჩემისგან ალექსანდრე გელაშვილსგან ვიცი, რომელიც თავის ძმასთან ნიკოლოზ გელაშვილთან ერთად, საკუთარი სიცოცხლის ფასად ერთადერთი ხიდი, ე.წ. ჩარხისწყლის ხიდი შეუნარჩუნეს პრაქტიკულად უხიდოდ დარჩენილ ბორჯომის ხეობას.ჩარხისწყლის ხიდი წყალდიდობისას

ხიდით  რომლითაც დღემდე  ვსარგებლობთ, ბევრმა არ იცის მისი გადარჩენა როგორ მოხდა, ბაბუაჩემი და მისი ძმა ნიკოლოზი ამ პერიოდში მუშაობდნენ რკინიგზაში. ნიკოლოზი მემანქანედ. განსაკუთრებული მძიმე დღე გახლდათ ბორჯომისთვის და არა მხოლოდ მისთვის 18 აპრილი, ამ დროს მტკვრის დონე ისე იყო აწეული, რომ ქალაქის ცენტრალური მოედანი, ე.წ. რკინიგზის სკოლისა და ცარხიწყალი-ვაშლოვანის ცენტრალური საავტომობილო გზა, მთლიანად წყლის ქვეშ იყო მოქცეული. ბაბუაჩემის ალექსანდრე გელაშვილის მონაყოლით ადიდებულ მდინარეს მოჰქონდა უზარმაზარი ხეები, დანგრეული ხიდის ნაწილები და ალბათ ყველაფერი ის რაც ასეთი სტიქიების დროს ადიდებულ მდინარეს ახასიათებს. <გაგრძელება>

920

ალექსანდრე გელაშვილი

ამ დროს ორივე ძმები მორიგეები ყოფილან, საფრთხე თანდათან მატულობდა და თვით ქალაქ ბორჯომის არსებობასაც კი ემუქრებოდა, ხოლო თუ რატომ ბორჯომს ამაზე ოდნავ ქვემოთ.ჩარხისწყლის ხიდი წყალდიდობისას..

მდინარე მტკვარი არნახული მაშტაბის მოდიოდა, რომელიც ე.წ. ჩარხისწყლის ხიდზეც კი გადადიოდა თურმე, ამას ზედ ემატებოდა, მდინარის მიერ წამოღებული ხეები ხიდის ქვეშ ჩახერგვა, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა წყლის ნაკადის გასვლა და უშუალოდ ხიდის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დადგა. მოვლენებს მტკვრის ორივე მხრიდან უამრავი ხალხი ადევნებდა თვალს. ორივე ძმებმა ალექსანდრე და ნიკოლოზ გელაშვილებმა, ხიდის გადასარჩენად სარისკო გადაწყვეტილება მიიღეს. ალექსანდრე გელაშვილმა, იმისათვის რომ წყლის ნაკადი თავისუფლად გასულიყო ხიდის ქვეშ და ხიდი გადარჩენილიყო, გადავიდა ხიდზე, რომელზეც მდინარე ფაქტიურად ზედ გადადიოდა და  უფალმა უწყოდა რა წამს წაიღებდა ე.წ.  ლითონის თოკები (ტროსები) ჩააბა ხიდთან ჩახერგილ ხეებს, რომელიც შემდგომ ჩაუბეს ე.წ. ორთქმავალს რომლის მემანქანეც ნიკოლოზი იყო და ორთქმავალით გაწიეს ეს ხეები, რამაც წყლის ნაკადის თავისუფლად ხიდის ქვეშ გადინება გამოიწვია და ამით გადარჩა ე.წ. ჩარხისწყლის დღემდე მოქმედი ხიდი.ვაშლოვანა-ჩარხისწყლის ხიდ შორის არსებული გზა.

ძმების გმირობას დიდი ოვაციებით შეხვედრიან  მტკვრის ორივე მხრიდან მაყურებელი ხალხი. განსაკუთრებით იხსენებდა ბაბუა მაშინდელი რაიკომის მდივნის ბახვა კუხიანიძის ემოციებს. აღნიშნული გმირული საქციელის გამო, ბაბუაჩემი ალექსანდრე გელაშვილი და მისი ძმა ნიკოლოზ გელაშვილი, როგორც მაშინ იყო მიღებული დააჯილდოვა მოსკოვა, შესაბამისი მედლებით და საბჭოთა კავშირის მაშტაბით , სიცოცხლის ბოლომდე მატარებლით უფასოდ მგზავრობით ოჯახთან  ერთად.  ორი წელი ხდება რაც ბაბუაჩემი გარდაიცვალა და ცხონებულმა სიცოცხლის ბოლომდე მაინც ვერ ისარგებლა ამ ჯილდოთი, რადგან თავად საბჭოთა კავშირი, სამწუხაროდ დაგვიანებით, მაგრამ გამორცალა ხელიდან. ბაბუაჩემისგან მახსოვს, რომ აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით გადაუღიათ პატარა ფილმი, რომელსაც თუ სწორად მახსოვს რქმევია ,,წყალდიდობა ბორჯომში’’, ხშირად აჩვენებდნენ მაშინ მოქმედ კინო-კლუბებში, სამწუხაროდ ამ ფილმს ვერსად მივაკვლიე. როგორც თავში ავღნიშნე, თავად ქ. ბორჯომის ფიზიკურად არსებობასაც დიდი საფრთხე ემუქრებოდა. საქმე მდგომარეობდა შემდეგში, ჩარხისწყლის ბოლოს, ყვიბისის მთის ფერდობი, მოვარდნილი მდინარის ზემოქმედებით მეწყერული მოვლენები განვითარდა და მთის ჩამოწოლის შემთხვევაში წარმოქმნილი ჯებირი გზას გადაუკეტავდა მდინარეს  რაღაც 15-20 წუთში ბორჯომისა და ბორჯომ-პარკის უბნები წყლის ქვეში აღმოჩნდებოდა. ბაბუის მონაყოლიდან მახსოვს, რომ ხელმძღვანელობას შემდეგი გამოსავალი უნახავთ. ვაშლოვანის ზემოთ, ყოფილი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ქვემეხები დაუდგამთ, რათა ფერდობის დაცურების შემთხვევაში აფეთქებებით დაეშალათ ჩამოშვავებული მთის ქანები და წყლისთვის გზა მიეცათ, ხოლო თუ ესეც არ უშველიდა, მიემართათ უკიდურესი ზომებისათვი-ბობმშენებიდან საჰაერო დარტყმებისათვის. საბედნიეროდ მეწყრული მოვლენები შეჩერდა და საჭირო აღარ გამხდარა ქვემეხებისა და ბომბდამშენების გრიალი. მოკლედ, გადავწყვიტე ეს მონათხრობი ჩამეწერა, რადგან ამას ვერც მე და ვერჩ ჩემი შემდგომი თაობები ვერცერთ სამეცნიერო ლიტერატურაში ვერ მოიძიებენ.

Advertisements
This entry was posted in მთავარი. Bookmark the permalink.

One Response to როგორ იხსნეს დანგრევისგან ძმებმა ე.წ. ჩარხისწყლის ხიდი წყალდიდობისას..

  1. nana ამბობს:

    ყოჩაღ ბაკურ, შენ ნამდვილი ისტორიკოს-მკვლევარი ხარ.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s