ჩანაწერები


კვლავ აქტუალურია 1941 წელს ჩერჩილის მიერ წარმოთქმული ისტორიული სიტყვა, განსაკუთრებით ჩვენთვის: “არასდროს დანებდე – არასდროს, არასდროს, არასდროს – არაფერში, დიდში თუ პატარაში, მნიშვნელოვანში თუ წვრილმანში – არასდროს დანებდე, გარდა ღირსების რწმენასა და საღ აზრს. არასდროს დაემორჩილო ძალას, არასდროს დაემორჩილო მტრის აშკარა გადამეტებულ ძლევამოსილებას.”
———————————————————————————————————— ,,ერთხელ ნაპოლეონმა ტალეირანს ჰკითხა: თქვენ ევროპაში საუბრის მეფე ხართ და რა საიდუმლოებას ფლობთ? ტალეირანმა უპასუხა: როდესაც თქვენ ომს აწარმოებთ, თქვენ ყოველთვის ირჩევთ ბრძოლის ველს, მეც ვირჩევ ნიადაგს საუბრისათვის, მე ვეთანხმები იმას, რაზეც შემიძლია ვთქვა. მე არაფერს ვპასუხობ, საერთოდ მე არავის არ მივცემ უფლებას მომცეს შეკითხვა, თქვენს გარდა, თუ ჩემგან პასუხებს მოითხოვენ ის კითხვები სწორედ მე უკარნახე .——————————————————————————————————————– საფრანგეთის მეფე კარლ IX სამეფო წვეულებებზე პატიჟებდა ყველაზე დახელოვნებულ ჯიბის ქურდებს და ერთობოდა იმაზე ცქერით თუ როგორ პარავდნენ ქურდები სხვადასხვა ძვირფასეულობას და ფულს მოწვეულ სტუმრებს. —————————————————————————————————————– პეტრე პირველის მეფობის დროს (1672-1725) ყველა მამაკაცი ვინც ატარებდა წვერს ვალდებული იყო გადაეხადა „გადასახადი წვერის ტარებისთვის“
————————————————————————————————————— ნიკიტა ხრუშოვს საქართველოში ერთერთი ვიზიტის დროს, როდესაც სუფრაზე ხინკალი მიართვეს, აუხსნეს, რომ კუჭის შეჭმა არ იყო აუცილებელი. როცა გაიგო, რომ კუჭები ნაგავში იყრებოდა ხრუშოვმა იქვე მდგარ თავის თანაშემწეს კონფიდენციალური დავალება მისცა ხოლო ცოტა ხნის შემდეგ კი თანაშემწემ მას წარუდგინა “ეკონომიკური” გაანგარიშების შედეგი და აღმოჩნდა, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 250 მილიონი ხინკალი იჭმებოდა და ნაგავში გადაყრილი კუჭების საერთო წონა კი 1 მილიონ კილოგრამს აღემატებოდა. აღნიშნული ფაქტის გამო საქართველოს შუემცირდა ფქვილის მიწოდება —————————————————————————————– ————————-ნაპოლეონს დღეღამეში 3-4 საათი ეძინა და საერთოდაც მიაჩნდა რომ ძილი სულელური ჩვევაა.
—————————————————————————————————————–
ჰიტლერი-ნაპოლეონი ნაპოლეონი დაიბადა 1760 წელს, ჰიტლერი 1889 წელს (სხვაობა 129 წელი) ნაპოლეონმა ძალაუფლება მოიპოვა 1804 წელს, ჰიტლერმა 1933 წელს (სხვაობა 129 წელი) ნაპოლეონი ვენაში შევიდა 1812 წელს, ჰიტლერი 1941 წელს (სხვაობა 129 წელი) ნაპოლეონმა ომი წააგო 1816 წელს, ჰიტლერმა 1945 წელს (სხვაობა 129 წელი) ძალაუფლებაში ორივე 44 წლის ასაკში მოვიდა ომი წააგეს ორივემ 56 წლის ასაკში.
————————————————————————————————————— ამერიკის საელჩოში მიღების დროს, აშშ-ს ელჩმა სიამაყით დაიტრაბახა, რომ შტატ ალაბამაში მათ ყავთ ჯადოქარი, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს. მიღებაზე მყოფმა სსრკ-ს საგარეო საქ-მეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა აუღელვებლად უპასუხა, რომ სსრკ-ში არის შესანიშნავი სპორტსმენი, რომელიც სირბილით თვითმფრინავსაც კი უსწრებს. როდესაც ნიკიტა ხრუშოვმა ამ ფაქტის შესახებ გაიგო, თავის კაბინეტში დაიბარა მოლოტოვი. – ენას რატომ ატლიკინებთ, მიხაილოვიჩ? რომ მოგვთხოვონ ამ სპორტსმენის წარდგენა? – ჩვენ მათ მოვთხოვთ, ჯერ თავისი ჯადოქარი წარგვიდგინონ. – და თუ წარგვიდგინეს? – მაშინ ჩვენ შემოწმებას მოვითხოვთ, მაგალითისთვის სტალინის გაცოცხლებას. – ჩავთვალოთ გააცოცხლა, მერე? – მერე ის რომ ამხანაგო ნიკიტა, შენ თვითმფრინავს კი არა რაკეტას გაასწრებ!
—————————————————————————————————————- ”სტალინის ოხუნჯობა” ერთხელ ერთ-ერთმა კორესპონდენტმა სტალინს ჰკითხა: “რატომაა სომხეთის გერბზე არარატის მთა გამოსახული?ის ხომ სომხეთის ტერიტორიაზე არ იმყოფება”. სტალინმა უპასუხა:”თურქეთის გერბზე ნახევარმთვარეა გამოსახული და არც მთვარე იმყოფება თურქეთის ტერიტორიაზე.
—————————————————————————————————————- ,ზოგი ხალხის ისტორია ნისლივითაა, შიგნით არაფერი ჩანს, მხოლოდ აქა-იქ გამოჩნდება ხოლმე მწვერვალები და ისე უმნიშვნელონი, იმავე წამს ნისლით იბურებიან. ზოგი ქარს ჰგავს: თითქოს გარდასული წინაპრების სული იყვეს აბობოქრებული. ზოგი თოვლს ჰგავს: ცივია, მაგრამ სპეტაკი და შეურყვნელი. ზოგი ძვირფას თვალს ჰგავს, ანდა ბნელ ღამეში მბრწყინავ ციცინათელას. ჩემი ქვეყნის ისტორია კი დედის თვალებიდან ჩამოგორებულ ობოლ ცრემლს მაგონებს”. გოდერძი ჩოხელი

———————————————————————————————
ნაპოლეონ ბონაპარტეს სიტყვა,
რომელიც მან სიკვდილის წინ წმინდა ელენეს კუნძულზე დაწერა;
„მე ვიცნობ ადამიანებს და მე გეუბნებით თქვენ, რომ იესო არ არის ადამიანი, მას ნებავს გვწამდეს მისი, არ გვაძლევს რა სხვა საფუძველს გარდა მისი შემაძრწუნებელი სიტყვებისა: „მე ვარ ღმერთი“.
ფილოსოფოსებს სამყაროს საიდუმლოების ახსნა სურთ თავისი ამაო (ცარიელი) ნაშრომებით. ისინი უგუნურები არიან, მტირალ ბალღსა ჰგვანან, მთვარე რომ მოუსურვებია სათამაშოდ.
ქრისტე არასდროს მერყეობდა, ის ლაპარაკობდა „ვითარცა ხელმწიფება აქუნდა“. მისი რელიგია საიდულმოებაა, მაგრამ დაფუძნებულია თავისავე საკუთარ ძალაზე. ის ეძიებს და ითხოვს კაცთაგან აბსოლუტურ სიყვარულს – ყველაზე ძნელს, რაც შეიძლება იყოს ცისქვეშეთში
. ალექსანდრე მაკედონელი, ცეზარი, ჰანიბალი იმარჯვებდნენ ქვეყანაზე, მაგრამ მათ არ ჰყოლიათ მეგობრები. შესაძლოა მე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც პატივს სცემს ალექსანდრეს, ცეზარს, ჰანიბალს.
ალექსანდრემ, ცეზარმა, კარლ დიდმა და მე დავაარსეთ იმპერიები, მაგრამ რაზე? – ძალაზე.
ქრისტემ თავისი იმპერია დააარსა სიყვარულზე და მილიონები დღესაც მზად არიან თავისი ცხოვრება შესწირონ მას.
მე თვითონ ისე მივიზიდე მასები, შთავაგონებდი რა მათ, რომ თავს წირავდნენ ჩემთვის, მაგრამ ამისთვის ჩემი იქ ყოფნა იყო საჭირო. ამჟამად მე წმინდა ჰელენეს კულძულზე ვარ და სადღა არიან ჩემი მეგობრები? – მე დავიწყებული ვარ და მალე ვიქცევი მტვრად, მატლის შესაჭმელად.
რაოდენ დიდი უფსკრულია ჩემს უბედურ ყოფასა და ქრისტეს მარადიულ სამეფოს შორის, ქრისტესა, ვისაც აღიარებენ, ვინც უყვართ, ვისაც თაყვანსა სცემენ, და ვისი გავლენაც მთელ დედამიწას მიმოეფინება. სიკვდილია ნუთუ ეს? – თქვენ გეუბნებით: ქრისტეს სიკვდილი ღმერთის სიკვდილია! მერწმუნეთ მე – იესო ქრსიტე – ღმერთია!“

————————————————————————————————————–
„ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ… და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.“

„კაცი რომ სხვის სალოცავს დაანგრევს, თავისი სალოცავი იმაზე მაღალი, იმაზე მედგარი და იმაზე ლამაზი უნდა ააგოს…“

„ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.“

„უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს“.

————————————————————————————————————
„ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძება კაცი მოჰკლან. ამხანაგი უყვართ.

ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ. ეს ჯაყელიც ასეთია. მომკლა, ყოველ დღე მზის ამოსვლას და ჩასვლას მაყურებინებს – მზე უყვარს… როცა დედას იფიცებს, მაშინ არ სტყუის. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა, საქართველო, სამოთხესავით…“
—————————————————————————————————————
“როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას”

“ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას – სარდლობა.”

“ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები”

“მე ბედი მაქვს ასეთი, ჩემი სიყვარული გაწირულს ეკუთვნოდა მუდამ. მე ის ფერები მიყვარდა, რომელთა შეზავება თვით მეწამლეებსა და მხატვრებსაც გადავიწყნიათ უკვე, ისეთი ჩუქურთმები, თვით უხუცეს კალატოზებს რომ ვეღარ გამოჰყავთ, ისეთი სამოსელი, რომლის ტარებაც უკვე არავის ეხალისება, და ახლა ბედმა იგი შემაყვარა, ვინც ბედისაგან განწირულია.”

“არავინ ისე არ ისჯება ამ ქვეყანაზე, როგორც იგი, რომელიც ყოველივეს არ შესწირავს თავის სიყვარულს. ასეთნი მუდამ მარტოკანი დარჩებიან ამ ქვეყანაზედ და არავინ ისე საცოდავი არაა, როგორც მარტოსული”

“ისეთი მამლებიც ბევრია ამ ქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ყივიან…”

“როგორც სჩანს, თქვენ (ქართველები) დიდი ჰუმანური კულტურის მატარებელი ხალხის შვილები ხართ და ჯერ არ შერყვნილხართ იმ ქაღალდის ცივილიზაციისაგან, რომელმაც ევროპა მიიყვანა ამ გრანდიოზულ კატასტროფამდის”.

“ცხოვრება უდაბნოა ურწყული, ეცადე გარს შემოუარო”.

“თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი”.

“ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წანააღმდეგაც თავად იბრძვის იგი”.

“ეს უსტილო, უწარსულო ქვეყანა, ენააღრეული ბაბილონი, თავის მრავალსართულიან ქორედზე წამოყუნცული, ამაყად გადმოსცქერის ყველას, ვისაც უოლ სტრიტი და ბრუკლინის ხიდი არ უნახავს”.

“ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს… ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო.”

“სილამაზეს დიდებულს ხანდახან სჩვევია შიშისმომგვრელი ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში (ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე).”

—————————————————————————————————————
კენედის სახელობის აეროპორტში ჟურნალისტი ატარებს გამოკითხვას თემაზე: “თქვენი აზრით რა არის ყველაზე დიდი საშინელება სამყაროში?”

ადამიანები სხვადასხვა პასუხებს იძლევიან: ომი, სიღარიბე, ღალატი, ავადმყოფობა…

იქვე სკამზე ერთი ძენ ბუდისტი – სუნგ სანი იჯდა. ჟურნალისტმა, როგორც კი ბუდისტური სამოსი დაინახა, მაშინვე მისკენ გაემართა, მიუახლოვდა მას და ჰკითხა: თქვენი აზრით რა არის სამყაროში ყველაზე დიდი საშინელება?

ბერმა თბილად შეხედა ჟურნალისტს და შემხვედრი კითხვა დაუსვა მას?

– თქვენ ვინ ხართ?
– მე ჯონ სმიტი ვარ. – უპასუხა ჟურნალისტმა.
– არა, ეს თქვენი სახელია, მე გკითხეთ – ვინ ხართ თქვენ?
– მე CNN-ის ტელერეპორტიორი ვარ, – მიუგო ჟურნალისტმა.
– არა, ეს თქვენი პროფესიაა, მე გეკითხებით – ვინ ხართ თქვენ?
– ბოლოს და ბოლოს მე ადამიანი ვარ, მიუგო დაბნეულმა ჟურნალისტმა!
– არა, მე არ დავინტერესებულვარ თქვენი ბიოლოგიური სახეობით, – მე გეკითხებით ვინ ხართ თქვენ?
როგორც იქნა მიხვდა ჟურნალისტი, თუ რას გულისხმობდა ძენ ბუდისტი და არაფრისმთქმელი თვალებით, პირდაღებული ადგილზე გაშეშდა, რადგანაც მას არ გააჩნდა ამ კითხვაზე პასუხი.
მცირე პაუზის შემდეგ, ბერმა მიუგო:
– აი, სწორედ ეს არის ყველაზე დიდი საშინელება – ცხოვრობდე და წარმოდგენაც კი არ გქონდეს, თუ ვინ ხარ!
———————————————————————————————————————

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s